ახლოვდება ,,შავი პარასკევი“ - შოპინგის მოყვარულთათვის ყველაზე დიდი დღესასწაული ,,ამაზონზე“. ფასდაკლებები უკვე დაიწყო და ის ერთი თვე გასტანს.
მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, ფასდაკლებით შეიძინონ ტელეფონები, კოსმეტიკური ნაწარმი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი - პრაქტიკულად ყველა ბრენდული ნივთი, რომლის შეძენასაც გეგმავდით. შეგიძლიათ ასევე წინასწარ იზრუნოთ საშობაო-საახალწლო საჩუქრებზეც, ეს მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ ხარჯებს.
როგორ მოხვდეთ ,,ამაზონის“ ,,შავი პარასკევის“ (Black Friday) განყოფილებაზე?
1. გაიარეთ ავტორიზაცია ამაზონის ვებ-გვერდზე. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ საკუთარი აკაუნტი გახსნილი, როგორ გახსნათ გაეცანით აქ >>>>
2. გადადით ამაზონის ფასდაკლების აქციების Black Friday- ის განყოფილებაზე >>>>
3. შეარჩიეთ სასურველი ნივთი და გამოიწერეთ. გამოწერის წესებს გაეცანით აქ >>>>
4. აღსანიშნავია, რომ შესაძლოა ყველა აქცია მოცემულ მომენტში არ იყოს მისაწვდომი, ისინი გადანაწილებულია გარკვეულ პერიოდზე, იწყება და მთავრდება.
აღნიშნულ Black Friday- ის გვერდზე ნახავთ Top Deals, რომელსაც რამდენიმე განყოფილება აქვს:
· Available - უკვე მიმდინარე ფასდაკლებები.
· Upcoming - გარკვეული დროის შემდეგ დაგეგმილი აქციები
· Missed Deals - აქციები, რომელიც უკვე დასრულდა.
ამავე გვერდზე, ქვედა ნაწილში ნახავთ Shop All Deals. ამ განყოფილებას, მარცხნივ აქვს ნივთის ძიების გასაფილტრი პარამეტრები და მათი საშუალებით გაიიოლდებათ სასურველი ნივთის მოძიება კატეგორიის, ფასის, პოპულარობის (ვარსკვლავები) და ა. შ. მიხედვით.
ბედნიერ შენაძენს გისურვებთ!
No comments:
Post a Comment