Monday, November 28, 2016

ბოთლები ახალშობილის კვებისათვის

დოქტორ ბრაუნის (Dr.Brown’s) ინოვაციური პროდუქცია ახალშობილთა კვებისათვის იდეალურია ბავშვის კვებისათვის,   დედის რძეში საკვების ნივთიერებებისა და ვიტამინების მაქსიმალურად შენარჩუნებისა და ბავშვის ჯანსაღი განვითარებისათვის.

დოქტორ ბრაუნის ორიგინალური ბოთლები ახალშობილის კვებისათვის ერთადერთი, დაპატენტებული სავენტილაციო სისტემის მქონე ბოთლია. სისტემა ხელს უშლის ბოთლში ჰაერის ბუშტუკებისა და ვაკუუმის წარმოქმნას, ბავშვი კვების დროს აღარ ყლაპავს ჰარის ბუშტუკებს, შედეგად - ქვეითდება კოლიკების, აირების, შუა ყურის ანთების წარმოქმნის ალბათობა, მინიმუმამდეა დაყვანილი დედის რძის დაჟანგვა და რძეში ნარჩუნდება მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები და ვიტამინები.
ძუძუს წოვისა და ბოთლიდან კვების პროცესი მაქსიმალურად ემსგავსება ერთმანეთს, და ბავშვი ადვილად, უპრობლემოდ ანებებს ძუძუს თავს, - ცხადია, როცა ამის დროს დგება.

დოქტორ ბრაუნის ბოთლი მრავალჯერაა ტესტირებული კლინიკურ პირობებში და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, საუკეთესო სამედიცინო დიზაინისთვის და აღიარებულია პედიატრების მიერ მთელს მსოფლიოში. დოქტორ ბრაუნის ბოთლებს იყენებენ სამშობიაროებში, კლინიკებში და სამედიცინო ცენტრებში.

Dr.Brown’s პროდუქციას აქვს უნიკალური დიზაინი, კარგად მოფიქრებული და გათვლილი ყველა წვრილმანით, მაქსიმალური კომფორტისა და ბავშვის ჯანსაღი განვითარებისათვის.
დოქტორ ბრაუნის საბავშვო ბოთლები დამზადებულია უსაფრთხო მასალისაგან, არ შეიცავს ბისფენოლ A -ს (BPA Free), პოლივინილქლორიდს (PVC Free), ტყვიას, ფტალატებს.
შეძენა შეგიძლიათ ამაზონზე, აქ ბავშვის კვებისა და მოვლის სხვა, უამრავ ნივთს ნახავთ, - შეარჩიეთ, გამოიწერეთ.
ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს პატარას!




No comments:

Post a Comment