Monday, July 4, 2016

კომბინეზონები ახალშობილებისათვის

ახალშობილები ძალზე ნაზები არიან და ამიტომ მათი ტანსაცმელი განსაკუთრებით კომფორტული უნდა იყოს - თბილი, მსუბუქი, ჩასაცმელად ადვილი და მოსახერხებელი. პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბავშვის ძირითადი სამოსი კომბინეზონია. თხელი საზაფხულო კობინეზონები ნატურალური ქსოვილისაგან უნდა იყოს შეკერილი, სხვადასხვა ფერის, განსახვავებული ნახატებით. მთავარი კომბინიზონი ხარისხიანი იყოს - ბუნებრივი, სასიამოვნო ქსოვილისაგან შეკერილი, უხეში ნაკერებისა და ღილებისგარეშე.,  უმჯობესია იკვრებოდეს კნოპებით, ან ე. წ. ,,ფხრიწებით“ 
ზამთარში დათბილული კომბინეზონი დაგჭირდებათ თქვენი პატარასათვის. ზამთრის მოდელები ხშირად კაპიუშონიანებია. ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კომბინეზონის ხარისხსა და მასალას.
სადღეისოდ ბაზარზე ძალიან ბევრი საინტერესო, კრეატიული მოდელებია წარმოდგენილი. ზამთრის მოდელები დათბილულია და უფრო ხშირად ელვა შესაკრავით იკვრება. ყურადღება მიაქციეთ კომბინიზონის შიგა მხარეს. - ეს შესაძლოა იყოს ხელოვნური ბეწვი ან სხვა რაიმე დათბილული მასალა, უმჯობესია იყოს ბეწვის გარეშე. ახალშობილისათვის კომბინეზონის შეძენისას კარგად შეარჩიეთ ზომა, თორემ პატარა აქტიური მოძრაობებისას შიძლება ,,გამოძვრეს“ კომბინიზონიდან. არ მოგერიდოთ, შეძენისას კარგად დაათვალიერეთ ყველა ნაკერი, განსაკუთრებით შიგა ნაკერები; უხეში, მაგარი ნაკერები დააწვება ბავშვის ნაზ კანს და დისკომფორტს შეუქმნის მას. ასევე უმჯობესია, თუ კომბინეზონს ზურგის მხარეზე არ ექნება ზედმეტი აპლიკაციები და დეტალები. ამ ასაკში ბავშვი უმეტესად ზურგზე წევს და თუმდაც პატარა ზომის ბაფთები ან სხვა დეტალები შეაწუხებს მას. ამიტომ რაც უფრო მარტივი თარგითაა (და ცხადია, ხარისხიანი მასალით) შეკერილი კობინიზონი, მით უკეთესია თქვენი პატარასათვის.
..

..
.

.
..




No comments:

Post a Comment