Monday, July 4, 2016

დედის რძის შესანახი მოწყობილობები

დედის რძის შესანახი მოწყობილობები

იმისათვის, რომ პატარა თქვენი არ ყოფნის პერიოდში დედის რძით გამოკვებოთ აუცილებელია რძის გამოწველა და სათანადო პირობებში შენახვა. შენახვა აუცილებლად მჭიდროდ თავდახურულ სტერილურ ჭურჭელში უნდა მოხდეს. გამოწველილი რძის შენახვა დასაშვებია როგორც მინის, ისე პლასტმასის ან პოლიპროპილენის ჭურჭელში, თუმცა პირველ ადგილზეა მინის, შემდეგ გამჭვირვალე პოლიკარბონატის და გაუმჭვირვალე პლასტმასის ჭურჭელი.
თუ პატარას კვება იშვიათად გიწევთ გამოწველილი რძით, მაშინ დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა მასალის კონტეინერს გამოიყენებთ. აფთიაქში შესაძლებელია შეიძინოთ დედის რძის შესანახი სხვადასხვა საშუალებები, რომელთა შორისაა სპეციალური პაკეტები და კონტეინერები. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთჯერად პოლიეთილენის პაკეტებში რძის ხანგრძლივი შენახვა რეკომენდებული არაა.

დედის რძის შესანახი პაკეტები>>
დედის რძის შესანახი ბოთლები>>
.

.
..
.
.
..



No comments:

Post a Comment