Monday, July 4, 2016

ქუდები ახალშობილებისათვის

ბავშვის ქუდი კომფორტული და მოხერხებული უნდა იყოს თქვენი პატარასათვის. ზომით ისეთი, რომ არ ჩამოეფხატოს და ადვილად დაახუროთ და მოხადოთ. კარგია თუ ექნება მარეგულირებელი შესაკრავი და ფიქსატორი. მთავარია ქუდმა საიმედოდ დაიცვას ბავშვი ქარისა და სიცივისაგან. ქუდის შიგნითა მხარე, რომელიც ბავშვის კანს ეხება, სასურველია იყოს ნატურალური მასალისაგან დამზადებული. უპირატესობა ამ შემთხვევაში ბამბას ენიჭება. შალის მასალამ შესაძლოა ბავშვს კანი გაუღიზიანოს. კარგად დაათვალიერეთ ქუდის ნაკერი - ხომ არაა უხეში. შეამოწმეთ ხომ არა აქვს ბავშვს ალერგია იმ მასალაზე, რომლითაც ქუდია შეკერილი/მოქსოვილი.

ზამთრის ბეწვის ქუდის შემთხვევაში, სასურველია ქსოვილის ჩანართები ნატურალური მასალისა იყოს, ბეწვი კი რბილი და არ იჩხვილიტებიდეს.
..


თუ გადაწყვიტეთ ბავშვისთვის ქუდის შეძენა დამოუკიდებლად, ბავშვის თავზე მოზომვის გარეშე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ცხრილით:

3 თვემდე - 35 – 40 სმ; 3 – 6 თვისა - 42 – 44 სმ; 6 – 12 თვისა - 44 – 46 სმ; 1 – 2 წლის - 46 – 48 სმ; 2 – 3 წლის - 48 – 50 სმ; 3 – 5 წლის - 50 – 54 სმ; 5 – 8 წლის - 52 – 56 სმ.
ბავშვის ქუდები ,,ამაზონზე" >>>> 


პედიატრების რეკომენდაციაა - ჩააცვით ბავშვს ისე, როგორც თავად იცვამთ. ჩვილი ბავშვებისათვის - ,,პლუს ერთი ფენა“. ამიტომ ნუ გადააჭარბებთ და ზედმეტად ნუ ჩაათბუნებთ პატარას, ხშირად გაოფლიანება არანაკლებ საზიანოა, ვიდრე გაციება...
..



No comments:

Post a Comment