Friday, July 8, 2016

მარციპანი და სილიკონის ფორმები მარციპანისათვის

მარციპანი (გერმ. Marzipan, იტალ. marzapane) —  დაფქვილი ნუშისა და შაქრის  ნარევი. ზოგჯერ ნუშის მაგიერ გამოიყენება  თხილის არაქისის, გარგარის კურკები.
მარციპანის მომზადების რეცეპტი
მასალა: ნუში დაფქვილი (3 ჭიქა); შაქარი - 2 ჭიქა; წყალი-2 ჭიქა; 2 კვერცხის ცილა; ვანილი- 1 ჩაის კოვზი;
მომზადება: ქვაბში ავადუღოთ წყალი, დავამატოთ  შაქარი და ცოტა ხანი ვადუღოთ და ავთქვიფოთ ოდნავ გამუქებამდე. შევურიოთ დაფქვილი ნუში, ათქვეფილი ცილა და ვანილი. შემდეგ დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ არ გასქელდება და ქვაბის კედლებს ცომი არ მოსცილდება. გადმოვიღოთ ცეცხლიდან მიღებული მასა და ავურიოთ შაქრის პუდრი. ეს მასა შეგვიძლია განვათავსოთ სილიკონის ფორმებში.
იხ. სრულად: http://www.medgeo.net/2016/07/08/mamrcipani/
.



No comments:

Post a Comment