Tuesday, July 5, 2016

გამოსაცხობი ფორმები

ცხობა - სასიამოვნო და გასართობი საქმეა დიდებისთვის და პატარებისთვის, სასიამოვნო არომატი და თბილის სამზარეულო ყველასთვის მიმზიდველია. საჭირო მოწყობილობები კი აადვილებს ცხობის პროცესს. გთავაზობთ გამოსაცხობი ფორმების სახეებს, რომლებიც ყველა დიასახლისს ესაჭიროება.
აგრეთვე, მათი შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში“. შესაბამის განყოფილებაზე გასასვლელად იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები.

სილიკონის გამოსახცობი ფორმები მინის და მეტალის ფორმებისგან განსხვავებით გამოირჩევა დრეკადობით, გამოიყენება გაზის, ელექტრულ და მიკროტალღურ ღუმელში; ისინი თავისუფლად იტანენ -40 გრადუსიდან  + 24 გრადუსამდე ტემპერატურას, ამიტომ შეიძლება მათი გამოყენება როგორც გამოსაცხობად, ასევე მაცივარში შესანახად.
მეტალის გამოსაცხობი ფორმები კარგია პიცის, ტორტების, სხვადასხვა პეჩენიების გამოსაცხობად. ისინი მოსახერხებელია კერძის სუფრაზე გამოსატანად, რათა არ დაირღვეს კერძის მთლიანობა და ლამაზად გამოიყურებოდეს.
მინის გამოსაცხობი ფორმები ხურდება 5-10 წთ-ით გვიან ვიდრე მეტალის, თუმცა ცხობისთვის უფრო ნაკლები დრო სჭირდება და სითბოსაც უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს. მათში კარგად ხედავთ როგორ მზადდება კერძი და შემდეგ შეგიძლიათ პირდაპირ გამოიტანოთ სუფრაზე.

ქაღალდის გამოსაცხობი ფორმები სხვადასხვა სახისაა, ეკოლოგიური და იაფია; ისინი უძლებენ ნებისმიერ ტემპერატურას; გამოიყენება როგორც ცხობისთვის, ასევე მაცივარში შესანახად; ცომი უფრო სწრაფად და თანაბრად ცხვება და რაც მთავარია გამოიყენება თითქმის ყველაფრის გამოსაცხობად. 
..
..

No comments:

Post a Comment