Monday, October 15, 2018

სექსშოპი: კომპრომისი თუ რევანში?!


ალბათ, ყველას გვსმენია სექსშოპის შესახებ. ეს არის მაღაზია სადაც სექსუალური სათამაშოების შეძენა შეიძლება. ამ სიტყვის გაგონება რაიმე ახლის და წინააღმდეგობრივის ასოციაციას იწვევს. ეს იმიტომ რომ თბილისში პირველი სექსშოპის გახსნას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა მოსახლეობაში. ადგილი ჰქონდა ვანდალურ ფაქტებსა და მაღაზიის ინვენტარის დაზიანებას. მაღაზია დაიხურა თუმცა იდეა იდეად არ დარჩენილა.

ქართულ მენტალიტეტში, სექსი როგორც სიამოვნების მიღების საშუალება, ჯერ კიდევ ტაბუირებულია საზოგადოების გარკვეულ წრეებში. თუმცა სექსშოპებზე მოთხოვნა თანდათნ უფრო იზრდება. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სექსუალური სათამაშოებით დაინტერესებულ პირს ხშირ შემთხვევაში ანონიმურად დარჩენა ურჩევნია . ამ მოთხოვნების საპასუხოდ ქართულ რეალობაში გამოჩნდა ინტერნეტ სექსშოპების საიტები; sexmarket ge და cupidon. geრომლებსაც თვის განმავლობაში ათობით ათასი სტუმარი ჰყავს. online სექსშოპის საიტებზე შეხვდებით მრავალი სახეობის, დანიშნულებისა და ფასის პროდუქციას.
საინტერესოა ფასების დიაპაზონი . ყველაზე იაფსა და ძვირს შორის ფასი 20-600 ლარის ფარგლებში მერყეობს . online სექსშოპი ორიენტირებულია როგორც მამაკაცების, ასევე ქალების სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება ანონიმურობას, კომპანიები პროდუქტის მიწოდებისას იყენებენ სპეციალურ შესაფუთ მასალას, რათა ნივთის ამოცნობა გახსნამდე შეუძლებელი გახდეს. მარტივი სქემაა; თქვენ ინტერნეტსაიტზე უკვეთავთ სასურველ ნივთს და მას საკურიერო კომპანია სახლში მოგიტანთ გაუმჭვირვალე ყუთით. თუმცა ნივთის აღება შესაძლებელია ფოსტაშიც.

ინტერნეტ სექსშოპის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განვითარებული ქვეყნების რეალობისგან განსხვავებით ჯერ კიდევ ბევრ წინააღმდეგობასთან უწევთ გამკლავება, თუმცა იმედოვნებენ რომ ეს პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. პრობლემა ნაწილობრივ უკვე მოგვარდა როცა მაღაზია ინტერნეტ-საიტად ტრანსფორმირდა.

გადასვლა >>> სექსოლოგია

.
.
.



No comments:

Post a Comment