მშობლები ხშირად ძალიან განიცდიან ბავშვების პირველი კბილების ამოსვლას: რა ასაკში უნდა ამოვიდეს, როგორ დაეხმარონ ბავშვს ამ პერიოდში და რამდენი კბილი უნდა ამოვიდეს საბოლოოდ?
ფაქტები -
სარძევე თანკბილვის ნორმალურ ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მასზე არის დამოკიდებული ყბა-სახის სისტემის შემდგომი განვითარება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი სარძევე კბილების ამოჭრისთანავე დავიწყოთ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
სარძევე თანკბილვა 20 კბილისგან შედგება. 6-8 თვის ასაკისთვის ამოიჭრება ქვედა ყბის ცენტრალური საჭრელები (1 ან 2 კბილი). მათ შემდეგ ამოდის ზედა ყბის ცენტრალური საჭრელები. 8-12 თვის ასაკში ჩნდება გვერდითი საჭრელები ჯერ ქვედა, შემდეგ კი ზედა ყბაზე. პირველი მოლარები, ძირითადად, ამოდის 12-16 თვეზე, ეშვები – 16-20 თვეზე და ბოლოს, მეორე მოლარები – 16-20 თვეზე.
ზოგიერთ მშობელს აღელვებს ბავშვის სარძევე კბილების ასიმეტრიული მდებარეობა. თუმცა, ეს დაავადებად არ ითვლება. 16 კბილის ამოსვლის შემდეგ, საკვების დაღეჭვის შედეგად, სარძევე კბილები თავის ადგილზე დგება.
მითები -
ითვლება, რომ კბილების ამოჭრის პროცესი ბავშვისთვის მძიმედ მიმდინარეობს: ის ჭირვეულობს, ხშირად ტირის, ყველაფერს პირში იდებს, რაც ხელში მოხვდება, უწევს სხეულის ტემპერატურა და ვითარდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები.
ამასთან დაკავშირებით უნდა მოგახსენოთ, რომ:
1. ბავშვს 4 თვის ასაკიდან აღენიშნება მომატებული სალივაცია ანუ ნერწყვდენა. მშობლებს ჰგონიათ, რომ პირველი კბილი ეს-ეს არის ამოიჭრება, მაგრამ გადის 1-2 თვე და არაფერი არ ხდება. ნუ შეშინდებით: ხშირად ინტერვალი სანერწყვე ჯირკვლების აქტიური მუშაობის დაწყებასა და პირველი კბილების ამოსვლას შორის 2-3 თვეა.
2. ბავშვი ყველაფერს პირში იდებს არა მარტო კბილების ამოჭრის გამო, არამედ იმიტომ, რომ სიცოცხლის გარკვეულ თვეებში სხვადასხვა საგნებისთვის გემოსა და სიმაგრის გასინჯვა ბავშვისთვის სამყაროს შეცნობის ერთ-ერთი საშუალებაა. თუ ღრძილები შეშუპებულია და გაწითლებული, ბავშვი კი ჭირვეულობს, გამოიყენეთ სპეციალური საბავშვო ტკივილგამაყუჩებელი გელები (მრავალი დედისთვის ისინი ნამდვილი ხსნაა) და უყიდეთ ბავშვს სპეციალური რეზინის რგოლი ღრძილების მასაჟისთვის. იგი შეიძლება იყოს მთლიანი ან ივსებოდეს ცივი წყლით, რომელსაც დამატებითი დამამშვიდებელი მოქმედება აქვს.
იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2013/11/05/pirveli-kbilebi/
..
..
No comments:
Post a Comment