ბავშვის დაბადებას ყოველთვის თან ახლავს უამრავი, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი რჩევების მიღება ახლობლებისაგან. მოიქეცით ისე, როგორც გული გიკარნახებთ და გახსოვდეთ, რომ თქვენი პირმშო განუმეორებელია, თავის ჩვევებითა და ქცევით. ხშირად ვერც ახსნით, თუ რა აწუხებს და რატომ ტირის ბავშვი. შეეცადეთ გეჭიროთ სხვადასხვა მდგომარეობაში, იმისათვის რომ მიხვდეთ როგორი მდგომარეობა უფრო მოსწონს.
შესაძლოა თქვენს ბავშვს კეფის მიდამოში, ქუთუთოებზე ან კისერზე შეამჩნიოთ მცირე ზომის მოვარდისფრო ან მოწითელო ლაქები. ისინი წარმოიქმნებიან კანქვეშ მდებარე წვრილი კაპილარებისაგან და დაახლოებით 3-4 თვის ასაკში უკვალოდ ქრებიან.
ჭიპლარი ჩვეულებრივ მეორე კვირას, იშვიათად კი მესამე კვირას ძვრება. მანამდე ბავშვი არ აბანაოთ აბაზანაში, უბრალოდ გაწმინდეთ სველით ღრუბელით.
ნუ შეგეშინდებათ ყიფლიბანდის არეებისა და თავის რბილი ნაწილების დაბანა.
პირველი კვირის განმავლობაში თქვენი ბავშვის ძილის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 საათია დღე-ღამეში. ძილის შედარებით მუდმივი რეჟიმი, უკეთეს შემთხვევაში, მომდევნო თვეს დარეგულირდება.
ამ ასაკის ჩვილები საკვებს ყოველ 2 ან 3 საათში უნდა ღებულობდნენ. ზოგჯერ, საკვების მიღების შემდეგ ბავშვი წამოაქაფებს. ამაში საშიში არაფერია, თუკი თქვენი ბავშვი წონაში ნორმალურად მატულობს. შეეცადეთ საკვები მისცეთ შედარებით უფრო ნელა, შესვენებებით. უმჯობესია, თუკი ჭამის ბოლოს, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ბავშვს დაიკავებთ ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში.
შესაძლოა ჩვილის ტანზე შეამჩნიოთ პატარა ნაკაწრები, ე. ი. დროა დააჭრათ ფრჩხილები. ამის გაკეთება უმჯობესია როცა ბავშვს სძინავს. გამოიყენეთ მრგვალბოლოებიანი მაკრატელი; მოჭერით სწორად, კანიდან ცოტაოდენი დაცილებით.
როგორც კი ბავშვს თვალი ირგვლივი კუნთები მომაგრდება, მისი გამოხედვა უფრო ფიქსირებული ხდება. ამ ასაკში ბავშვები ახლომხედველები არიან, ამიტომ სათამაშოები დაახლოებით ნახევარი მეტრის დაცილებით უნდა დავუდოთ.

No comments:
Post a Comment