ხელჩათა ქალის ინდივიდუალობის გამომსახველი და სტილის მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ჩანთის შერჩევისას მოთხოვნები მრავლია - სილამაზე, პრაქტიკულობა, ელეგანტურობა და ა.შ.
და მაინც - როგორ უნდა შევარჩიოთ ქალის ეს აუცილებელი აქსესუარი, რომ ის იყოს მოდურიც და ამავე დროს კონკრეტული სიტუაციისათვის შესაფერისიც?
საქმიანი ქალის ხელჩანთა მყარი და გამძლე უნდა იყოს. მაგალითად, ტრაპეციული ან სწორკუთხა ჩანთა მოსახერხებელია ორგანაიზერის და საქმიანი დოკუმენტებისათვის, ასევე ტელეფონის, საფულის, გასაღებების და სხვ. მოსათავსებლად.
რბილი ხელჩანთა საქმიან ქალს ნაკლებად გამოადგება.
საკმაოდ ელეგანტურია ჩანთა კონვერტი, რომელიც ბრტყელია და სწორკუთხა. აქვს ერთი გრძელი სახელური და ატარებენ მხარზე გადაკიდებით. ასეთი ჩანთა უნდა იყოს ძალიან ძვირფასი და ხარისხიანი ტყავისგან დამზადებული, მისი მარტივი ფასონის კომპენსაციისათვის. ჩანთა - პორტფელი კიდევ ერთი საოფისე ვარიანტია. ამ მოდელს უნდა ჰქონდეს ჩაკეცილი გვერდები და დაკერებული ჯიბეები წინა მხარეს.
ჩანთა-პლანშეტი ერთი ან ორი სახელურით ასევე შექმნილია საქმიანი ქალისათვის. ფორმით ის ვერტიკალური სწოკუთხაა, აქვს დიდი ზომის გადასაწევი სახურავი, ქვეშ ჩამკეტით.
No comments:
Post a Comment