Thursday, July 28, 2016

ახალშობილის სისუფთავე, დაცვა მწერებისაგან

როგორ დავიცვათ ბავშვი მწერებისაგან

მიკრობების გავრცელებაში დიდ როლს თამაშობენ ბუზები. თუ ბავშვი ჭუჭყიან სათამაშოს ჩაიდებს პირში, შეიძლება დაავადდეს სხადასხვა ნაწლავური დაავადებებით. ამიტომ ყოველნაირად უნდა ვებრძოლოთ ბუზებს, თავიდან უნდა ავირიდოთ მათი საცხოვრებელში შემოფრენა, ფანჯრებზე დამცავი ბადის, ან დოლბანდის დამაგრებით. დამცავი ბადე განსაკუთრებით გამოგადგებათ ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა საჭირო ხდება კოღოებისაგან თავის დაცვა.
ბავშვის კანი ძალიან ნაზია და კოღოს ნაკბენი იწვევს კანის სიწითლეს, ქავილს და ზოგჯერ ალერგიულ რეაქციასაც კი. კოღოების საწინააღმდეგოდ ხმარობენ ასევე რეპელენტებს. რეპელენტები გამოდის სხვადასხვა ფორმით - კრემის, გელის, რძის, აეროზოლის და სხვ. აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტზე წარწერას - რამდენად შეესაბამება იგი თქვენი ბავშვის ასაკს. მოზრდილთათვის განკუთვნილი რეპელენტების ხმარება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

.

.
..
.
.
..

No comments:

Post a Comment